Sunday, April 9, 2017

მეცხრე დღეს საბოლოო შესწორება შევიტანეთ პორტფოლიოში, მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაცია და შევაფასეთ.

Saturday, April 8, 2017

მერვე დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ. განვსაზღვრეთ რა დავალებები და როგორ გავანაწილოთ თითოეულ მოსწავლეზე.
   განვიხილეთ რა მოვალეობები აკისრიათ ფასილიტატორებს.
  დასრულებული პროექტი ავკრიფეთ გუგლის დოკუმენტებში და გამოვაქვეყნეთ
"ჩემი საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობა"

Sunday, April 2, 2017

მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. შევქმენნით შეფასების რუბრიკები კონკრეტული დავალებებისთვის.
  წყვილებში წარვადგინეთ ჩვენს მიერ გაკეთებული ელექტრონული კედლის გაზეთის ნიმუში და "პროექტის პრეზენტაცია"

Saturday, April 1, 2017

ვიყავით მოსწავლის როლში და შევქმენით პროექტის თემასთან დაკავშირებით ელექტრონული კედლის გაზეთი.
  დასრულების შემდეგ პროცედურების გაწერა დავიწყეთ გეგმის შაბლონში.

Sunday, March 26, 2017

მე-5 დღე
გავაკეთეთ შეფასების ჩარჩოს მოკლე მონახაზი - რა ინსტრუმენტემია გამოყენებული
ვისაუბრეთ კავშირებზე - საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით
გამოვიყენეთ აქტივობა - დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე. შევაფასეთ მეწყვილე

Saturday, March 25, 2017

ტრეინინგის მე-4 დღე
გავაკეთეთ პროექტის მიზნების განსაზღვრა
პროექტში 21-ე საუკუნის სიტყვების გამოყენება
შეფასების დროის ჩარჩოს განხილვა

Sunday, March 12, 2017

ტრეინინგის მე-3 დღე

  დავასრულეთ ბუკლეტი.
დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება
მოვარგეთ  თემას სტანდარტი.
ვისაუბრეთ საკვანძო კითხვებზე, რომელიც უვითარებს მისწავლეებს მაღალ სააზროვნო უნარებს.

ტრეინინგის მე2 დღე

 ვიმუშავეთ სასწავლო პროექტისთვის ბუკლეტების დამზადებაზე, რომელიც საჭიროა პროექტის რეკლამისთვის.
   მე-2 დღეს არ იყო ინტერნეტი და ბლოგი შეიქმნა მომდევნო დღის ტრეინინგის დასაწყისში.